ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ქართული ბიელა ბაზარზე უცხოური შოკოლადების ჩანაცვლებისთვის იბრძვის
4 იანვარი, 2017, 16:01
ქართული ბიელა ბაზარზე უცხოური შოკოლადების ჩანაცვლებისთვის იბრძვის

თბილისი (GBC) - კომპანია „ბუერი“ , რომელიც სხვადასხვა სახის ტკბილეულს აწარმოებს, შოკოლადის ფილების მასიური წარმოების დაწყებას გეგმავს.

კომპანიის დამფუძნებელი ლაშა თოფურია ამბობს, რომ ამ ეტაპზე მცირე მოცულობით 4 სახეობის შოკოლადის ფილის წარმოება მოხდა: შავი შოკოლადი, შავი შოკოლადი თხილით, რძიანი შოკოლადი და კაპუჩინო. 

კომპანია პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მონაწილეობდა და 150 000 დოლარის ინვესტიციით, ახალი საწარმოო ხაზიც დაამატა. შოკოლადის ფილების პირველი პარტია კი, 2016 წლის დასაწყისში გამოუშვეს.

„ჩვენ ერთადერთი კომპანია ვართ, ვინც შოკოლადს ადგილზე ამზადებს. საკმაოდ მაღალი ხარისხისა და გვაქვს შესაძლებლობა ჩავანაცვლოდ ბაზარზე ფართოდ წარმოდგენილი „კორონა“ და „ალპენ გოლდი“. ჩვენი, ქართული შოკოლადი მათ ხარისხით არ ჩამოუვადება, მეტიც, გაცილებით კარგი ხარისხისაა და უფრო იაფიც“, - აცხადებს ბიზნესმენი, აღნიშნავს, რომ ქართული პროდუქციის რეალიზაციას მომხმარებლის დამოკიდებულება აფერხებს, რატომღაც ითვლება, რომ უცხოური უფრო კარგია, რაც არასწორია.

„ჩვენ მხოლოდ ექსპორტზე კი არა, უცხოურის ადგილობრივით ჩანაცვლებაზე უნდა ვიფიქროთ“, - ამბობს თოფურია.

უახლოეს პერიოდში კომპანია ბაზარზე პოპულარულ ჟელიბონს გამოიტანს.   საცდელი პარტიების დამზადება უკვე ხდება, 2-3 თვეში კი, დაფასოებული ქართული ჟელიბონი ბაზარზე გამოჩნდება.

 

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები