| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კონკურენციის სააგენტომ "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს" (GHG) ABC Pharmacia-ს შერწყმის უფლება მისცა.
მარეგულირებლის ცნობით, 28 დეკემბერს დასრულდა სს „ჯიპისი“-ს და სს „ეი-ბი-სი ფარმაცია“-ს კონცენტრაციის საკითხის შესწავლა და განსახორციელებელი კონცენტრაცია მიჩნეულ იქნა კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად.
სააგენტომ დაადგინა, რომ ფარმაცევტული კომპანიების პროდუქციის (სამკურნალო, პარასამკურნალო და სხვა საშუალებების) რეალიზაციის ბაზარი დაბალკონცენტრირებულია.
შეგახსენებთ, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა" (GHG) "ჯიპისის" შემდეგ ABC Pharmacia-ს შერწყმის და ბაზარზე ახალი, მსხვილი სააფთიაქო ქსელის Georgian Pharmacy-ს (GEPHA) შექმნის გეგმაზე ნოემბერში განაცხადა.
მიღწეული შეთანხმებთ, ახალ კომპანიაში, სადაც ასევე გაერთიანებულია GPC-ის ქსელიც, GHG-ის წილი 67% იქნება, 33% კი, გადაეცემა ABC Pharmacia-ს მფლობელებს ენრიკო ბერიძეს და მიხეილ აბრამიძეს.
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი "ფარმადეპოს" მფლობელს აქციებში 25 მილიონ დოლარს გადაუხდის და ასევე ახალი კომპანიის აქციების 33%-ს გადასცემს.
გარიგების დასრულება 2017 წლის იანვარშია ნავარაუდევი. პირველ ტრანშს 12 მლნ აშშ დოლარს, GHG მისი დასრულებისთანავე გადაიხდის, დანარჩენ თანხას 5 ტრანშად, მომდევნო 5 წლის ვადაში.
აღსანიშნავია, რომ ახალი კომპანია GEPHA -ს მფლობელობაში საქართველოს მასშტაბით 230 აფთიაქი იქნება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss