ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ვალუტა და ფასიანი ქაღალდები << უკან
გასულ წელს ლარი დოლარის მიმართ 25 თეთრით გაუფასურდა
3 იანვარი, 2017, 12:41
გასულ წელს ლარი დოლარის მიმართ 25 თეთრით გაუფასურდა

თბილისი (GBC) - გასულ წელს ლარი დოლარის მიმართ 25 თეთრით გაუფასურდა, 10,4%-ით. 2013 წლის 1 იანვრიდან კი, 59.8 %-ით.

წლის განმავლობაში ლარის გაცვლითი კურსი მკვეთრი ამპლიტუდით ხასიათდებოდა.  გასუფასურების ორი მნიშვნელოვანი ტალღა დაფიქსირდა, წლის დასაწყისში იანვარ-თებერვალში და წლის ბოლოს ნოემბერ - დეკემბერში.

ყველაზე მყარი ლარი ივნისში იყო. 10 ივნისს ლარი დოლარის მიმართ 2.1272 ნიშნულამდე გამყარდა.

2016 წელი ისტორიაში ლარის „შავი ხუთშაბათითაც“ შევა - ეროვნული ვალუტა ბაზარზე ერთ დღეში ერთბაშად 17 თეთრით დაეცა, ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, 5 თეთრით. პანიკა მთელ დღეს გაგრძელდა - ლარი/დოლარის კურსი ყოველ საათში იცვლებოდა.  Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ლარი/დოლარის გაცვლითი კურსი 2.66 ნიშნულამდე დაეცა, 16:11 საათისთვის კი, ლარმა გამყარება დაიწყო და 2.5750 ნიშნულზე ჩამოვიდა. 

წლის განმავლობაში ისტორიული კურსი 22 დეკემბერს დაფიქსირდა 1 დოლარის ფასი 2,7846 ლარი გახდა.

კურსი თავისუფალ მცურავ რეჟიმში დარჩა. ეროვნულმა ბანკმა ბაზარზე გარკვეული ინტერვენციები განახორციელა, სულ 24-ჯერ, იყიდა 278 მლნ აშშ დოლარი და ოდნავ მეტი, 280 მილიონი გაყიდა.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები