ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ავარის შედეგად გორის მუნიციპალიტეტის 16 სოფელს გაზმომარაგება შეუწყდა
30 დეკემბერი, 2016, 20:06
ავარის შედეგად გორის მუნიციპალიტეტის 16 სოფელს გაზმომარაგება შეუწყდა

თბილისი (GBC) -     შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ცნობით, დღეს, 30 დეკემბერს, გორის რაიონის სოფ. ქიწნისის მიმდებარედ, წყალგაყვანილობის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას, დაზიანდა შპს სოკარ ჯორჯი გაზი“-ს კუთვნილი, ნაჭარმაგევი-ტყვიავი-მერეთის მიმართულების მკვებავი გაზსადენი.

 გაზსადენის დაზიანების შედეგად გაზმომარაგება შეუწყდა გორის რაიონის 16 სოფელს კერძოდ, ტყვიავს, ტირძნისს, ბროწლეთს, დიცს, ფლავს, ფლავისმანს, ქვეშს, ქვემო არცევს, ქერეს, კარბს, მერეთს, არბოს, ქორდის, ზარდიაანთკარს, გუგუტიაანთკარსა და კოშკას - სულ 5000-მდე აბონენტს.

ამჟამად, ავარია ლოკალიზებულია.  უსაფრთხოების მოთხოვნათა გათვალისწინებით, გაზსადენში ბუნებრივი გაზის ჩატვირთვა დაიწყება დილიდან და სავარაუდოდ, გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება ყველა სოფელში 31 დეკემბრის 17:00 სთ-მდე.

 კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“, ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის მოსახლეობას, სთხოვს  ყურადღება გამოჩინონ და დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის დანადგარები.

„სოკარ ჯორჯია გაზი“-ს ცხელი ხაზი 16-144.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები