ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
დედოლარიზაციის  პირველ შედეგებს კობა გვენეტაძე მომავალ წელს ელის
ნინო შუბითიძე
30 დეკემბერი, 2016, 16:00
დედოლარიზაციის  პირველ შედეგებს კობა გვენეტაძე მომავალ წელს ელის

თბილისი (GBC) –  აშშ-ის 45 -ე პრეზიდენტად ტრამპის შედგომის შემდეგ უპრეცედენტოდ გამყარებული  აშშ დოლარი,  საქართველოს ღია ეკონომიკის მცირე მასშტაბი და არჩევნების შემდგომი სინდრომი, რასაც ეკონომიკური სუბიექტების დაბნეულობის გამოვლინება ახასიათებს -  ლარის გასაჭირზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა  TV პირველის წინასაახალწლო  ეთერში  ისაუბრა, უპასუხა  „ბიზნესკონტრაქტის“ კითხვას - „რა ჭირს ლარს“.

კობა გვენეტაძემ  ურთიერთმოქმედ გარე და შიდა ფაქტორებს შორის საბიუჯეტო პოლიტიკა გამორიცხა. აღნიშნა, რომ  ბიუჯეტის არათანაზომიერი ხარჯვის  2013 წლის გაკვეთილი მთავრობამ გაითვალისწინა და  ლარის  გაუფასურების ეს მდგენელი მთლიანად  გამორიცხა.

დედოლარიზაციის  პირველ შედეგებს სებ-ის პრეზიდენტი კანონზომიერად მომავალ წელს ელის. სავალუტო რისკების შემცირების მიზნით დაწყებული კამპანია თანდათანობით შემდგომ წლებში  უფრო შესამჩნევი გახდება და შედეგიც დადგება, როცა მოსახლეობის განკარგვადი შემოსავალი უფრო მეტი იქნება, უფრო  პროგნოზირებადი, უფრო დაცული და მხოლოდ ინფლაციის ტრენდის მოლოდინებით  იქნება შესაძლებელი ანალიზი.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები