| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - Forbes -ი საქართველოს ექს-პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ თავისი კოლექციიდან სამი ნახატის გაყიდვაზე იტყობინება, 112 მლნ აშშ დოლარად.
გავლენიანი ჟურნალის რუსული რედაქციის ცნობით, წელს Christie's-ის აუქციონებზე მილიარდერი ქართველის საკუთრებაში მყოფი 4 ნახატი იყო გატანილი.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ივანიშვილმა კოლექციის განახლება დაიწყო. ნოემბერში ბიზნესმენი შეელია დე კუნინგის ერთ-ერთ თავის საყვარელ ნამუშევარს, რომელიც 66,3 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. Forbes -მა ისიც გაარკვია, რომ ნახატვის გაყიდვამდე ივანიშვილმა დე კუნინგის ნაკლებად ცნობილი ნახატი 12 მილიონ დოლარად შეიძინა.
Forbes-ის ცნობით, ნოემბერშივე Christie’s -ის აუქციონზე, როკფელერ ცენტრში $18,4 მილიონად გაიყიდა პაბლო პიკასოს "ადამიანი მილით", რომელიც ამშვენებდა თბილისში ივანიშვილის ბიზნეს ცენტრის საბილიარდოს.
კიდევ ორი ნამუშევარი ლონდონში Christie’s-ის აუქციონზე ივნისში გაიტანეს. ამ აუქციონზე მთავარი შედევრი იყო ლუსიენ ფრეიდის ნამუშევარი "იბი და მისი მეუღლე", $24 მილიონად, ამ სურათის ბედი უცნობია.
თუმცა, ამავე აუქციონზე ივანიშვილმა მომგებიანად გაასხვისა ფრენსის ბეკონის ერთ-ერთი ნამუშევარი "მწოლიარე ფიგურა საინექციო შპრიცით, ვერსია № 2". ნამუშევარი 27,1 მილიონად გაიყიდა.
აღსანიშნავია, რომ ეს მხოლოდ მცირე ნაწილია ბიძინა ივანიშვილის კოლექციიდან, რომელშიც ბიზნესმენს 1 მლრდ აშშ დოლარზე მეტი აქვს ჩადებული. მის საკუთრებაში რჩება ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ტილო პაბლო პიკასოს "დორა მაარი კატასთან ერთად", ივანიშვილმა ეს ნახატი 2006 წელს 95,2 მლნ აშშ დოლარად იყიდა.
შეგახსენებთ, Forbes-ს ივანიშვილის ქონება 4,8 მილიარდად აქვს შეფასებული.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss