| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ანაკლიის პორტის პროექტის განვითარება ძალიან კარგი ტემპით მიდის, - ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა მაესტროზე (ბიზნესკონტაქტი) განაცხადა.
მისი თქმით, პროექტის წინასამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, თებერვალში დასრულდება საბოლოო დიზაინზე მუშაობა, გაზაფხულის ბოლოს უკვე სრულად იქნება მოზიდული საჭირო ინვესტიციები, $600 მილიონით მოცულობით, ზაფხულის ბოლოსკენ კი, მასიური სამუშაოების დაწყება იგეგმება.
„პროექტი მომავალ წელს და მომდევნო სამი წლის განმავლობაში სერიოზულ ზეგავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზე“, - აღნიშნავს ლევან ახვლედიანი, ამბობს, რომ დღეს საქართველოს ნამდვილად სჭიდება ღრმაწყლოვანი პორტი, რადგანაც ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ შავი ზღვის აკვატორიაში, სადაც არ არის ღრმაწყლოვანი პორტი და ვერ ვიღებთ დიდი მოცულობის გემებს, რაც თავის მხრივ, ხელს უშლის და აძვირებს გადაზდვებს, განსაკუთრებით საკონტეინეროს.
კომპანიაში ფიქრობენ, რომ ჩინური მხარე ჩაერთვება პროექტში. ცოტა ხნის 2 კომპანიასთან მემორანდუმი გაფორმდა, დაახლოებით 1,5 თვეში კი, მოლაპარაკებების დასრულდება და კომპანიები გადაწყვეტილებას მიიღებენ.
ლევან ახვლედიანი საქართველოს დერეფანში ტვირთების დაბრუნების პირობაზეც საუბრობს, მიიჩნევს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დერეფანის ინფრასტრუქტურის განვითარება, რის გარეშეც ტვირთების „გადმოქაჩვა“ ვერ მოხდება.
„ ეს არ ეხება მარტო საპორტო ინფრასტრუქტურას, ეს ეხება საგზაო და სარკინიგზო ხაზებს. ჩვენ არ უნდა ვიყოთ საცობი ამ კორიდორიში და ცოტა ხნის წინაც დადასტურდა, რომ ინფრასტრუქტურის არქონის გამო, კორიდორს და ტივრთბს დიდი პრობლემები შეემქნა. გზებისა და რკინიგზის მოდერნიზების დასრულების, ასევე ანაკლიის პორტის ამოქმედების შემდეგ, ჩვენ დავიბრუნებთ კონკურენტუნარიან მდგომარეობას სხვა დერეფნებთან და შევძლებთ ტვირთების მზარდი ტრენდის შემქნას“, - განაცხადა ახვლედიანმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss