ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ხულო-ზარზმის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია იწყება
30 დეკემბერი, 2016, 12:27
ხულო-ზარზმის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია იწყება

თბილისი (GBC) - ბათუმი(ანაგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის (ლოტი I) მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების საზედამხედველო მომსახურების გასაწევად, ტექნიკური და ფინანსური წინადადებები მოკლე სიაში გასულმა ხუთმა საკონსულტაციო კომპანიამ წარმოადგინა.

მოხდა ტექნიკური წინადადებების გახსნა, რომელთა შეფასების შემდეგ მხოლოდ იმ კომპანიების ფინანსური წინადადებები გაიხსნება, რომლებიც ტენდერით დადგენილ მინიმალურ ბარიერს გადალახავენ.

ბათუმი(ანაგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთი სულ 47 კილომეტრიანია და პირველ ეტაპზე გზის 29 კილომეტრიანი მონაკვეთი (კმ0-კმ29) აშენდება.

პირველი ეტაპის მშენებლობას, არაბეთის ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი (KFAED) აფინანსებს.

პროექტის განხორციელების შედეგად აღნიშნული მიმართულებით გადაადგილების დრო 1.5 საათით შემცირდება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები