ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სარფის გამშვები პუნქტის რეაბილიტაციას 12 თვე დასჭირდება
29 დეკემბერი, 2016, 15:46
სარფის გამშვები პუნქტის რეაბილიტაციას 12 თვე დასჭირდება

თბილისი (GBC) - აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ართვინის გუბერნატორთან  ომერ დოღანაისთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა. 

მიმოიხილეს ის ერთობლივი პროექტები, რომლებსაც აჭარის რეგიონის ხელისუფლება თურქეთის სახელმწიფოსთან და ქვეყნის სხვადასხვა გუბერნიასთან მეგობრობის და ხელშეწყობის ფარგლებში ახორციელებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას და ორ მეზობელ რეგიონს შორის ურთიერთობა, იქნება ეს სავაჭრო-ეკონომიკური თუ კულტურულ-ჰუმანიტარული. არაერთი საკითხი განვიხილეთ დღეს გუბერნატორთან ერთად. რა თქმა უნდა შევეხეთ სარფის გამშვებ პუნქტსაც. იქ დაგეგმილია ღონისძიებები. დაახლოებით 12 თვე დასჭირდება რეაბილიტაციას. მაქსიმალურად ვცდილობთ არ მოხდეს სარფის საბაჟოს გადატვირთვა, ეს არის ახლა პრიორიტეტი. განვიხილეთ ბათუმის აეროპორტის უფრო მეტად დატვირთვის საკითხიც. ვფიქრობ, ეს იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა. დაისახა მომავალი გეგმები. გვსურს მომავალში გაიმართოს საქმიანი შეხვედრები საქმიან წრეებს შორის. გვექნება შეხვედრები მაღალმთიან აჭარასთან დაკავშირებითაც. არაერთი საინტერესი პროექტი ხორციელდება თურქეთთან მიმართებით და ვფიქრობ ეს იქნება ძალიან ნაყოფიერი ურთიერთობა,“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ შეხვედრის დასრულებისას.

შეხვედრის შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სტუმრებთან ერთად ევროპის მოედანს ეწვია, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ეზო დაათვალიერა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები