ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მომავალ წელს ბათუმში ესტაკადის მშენებლობა დაიწყება
29 დეკემბერი, 2016, 13:22
მომავალ წელს ბათუმში ესტაკადის მშენებლობა დაიწყება

თბილისი (GBC) - მომავალ წელს ბათუმში ესტაკადის მშენებლობის პროექტი დაიწყება.

ესტაკადა ზღვისპირა ქალაქის შესასვლელში აშენდება, ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისიდან ბაქოს ქუჩამდე და ბათუმის შემოსასვლელში  გადატვირთულ მოძრაობას განმუხტავს.

პროექტის განხორციელებისთვის, რომელიც 4 წელია შეჩერებულია, აჭარის ბიუჯეტში 21 მლნ ლარია გათვალისწინებული.

გაზეთი "ბათუმელები" ნოემბერში წერდა, რომ პორტის მიმდებარედ ესტაკადის მშენებლობის საკითხი ქალაქში ბევრს აინტერესებს. გადასასვლელი ხიდი ლიანდაგზე, რომელიც პორტსა და რკინიგზას აკავშირებს, აქ აბაშიძის დროს დაანგრიეს. ხიდის დანგრევას იქვე მდებარე თევზისა და ხის გადამამუშავებელი კომბინატების ნგრევაც მოჰყვა, გამოთავისუფლებული ტერიტორიის დიდი ნაწილი კი დღემდე გამოუყენებელია.

აღსანიშნავია, რომ  საზღვაო პორტთან ესტაკადა  პორტის მფლობელ ყაზახ ინვესტორს უნდა აეშენებინა, სანაცვლოდ მიწის ნაკვეთები უნდა მიეღო. თუმცა ხელისუფლებას ვერ გადაუწყვეტია, ვის და რა პირობით გადასცეს ეს მიწის ნაკვეთები.

აჭარის მთავრობაში ამბობენ, რომ დეტალები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები