ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
600-ზე მეტი სერვისი ერთ სივრცეში - ბიზნეს სახლის მშენებლობა 2017 წელს დაწყება
29 დეკემბერი, 2016, 10:57
600-ზე მეტი სერვისი ერთ სივრცეში - ბიზნეს სახლის მშენებლობა 2017 წელს დაწყება

თბილისი (GBC) – „ბიზნეს სახლის“ მშენებლობა 2017 წლიდან დაწყება, - განაცხადა პრემიერმ-მინისტრმა 2016 წლის შეჯამებისას.

გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ მმართველობითი რეფორმა სხვა ანალოგიურ პლატფორმასთან ერთად, ხელს შეუწყობს საზოგადოების მონაწილეობას მმართველობისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და, შესაბამისად, ხალხს ექნება უფრო მეტი შესაძლებლობა აკონტროლოს ხელისუფლება და ის გადაწყვეტილებები, რომლებიც იქნება მიღებული მმართველობის პროცესში.

 „ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება ბიზნესს მოემსახურება ერთი ფანჯრის პრინციპით. ამასთან ერთად, დაიხვეწება და გაუმჯობესდება ონლაინმომსახურება, დაემატება ახალი დისტანციური სერვისები და მოხდება სახელმწიფო სერვისების საფასურის ოპტიმიზაცია“, - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, პროექტს საფუძველი სექტემბერში ჩაეყარა. იდეის მიხედვით 600-ზე მეტ სახელმწიფო სერვისს ბიზნესი ერთ შენობაში მიიღებს.

ახალი კონცეფციის სივრცე, რაც ბიზნესისთვის სხვადასხვა უწყებებში გაფანტული სერვისების ერთად   და ერთიან ელექტრონულ პლატფორმაზე მიწოდებას ითვალისწინებს, თბილისში, დიმიტრი გულიას ქუჩაზე, N 3 -ში განთავსდება.

„ბიზნეს სახლი“ განთავსდება 16 000 მ2 შენობაში, სადაც 250-მდე კვალიფიციური თანამშრომელი დასაქმდება.  

რაც შეეხება შენობას, ეს არის თანამედროვე, ინოვაციური, ენერგოეფექტური შენობა,  ექნება მწვანე სახურავი, იქნება მზის ენერგიით უზრუნველყოფილი.

შენობის დიზაინი საშუალებას იძლევა, რომ მის ტერიტორიაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა - ვიზიტორებმა თუ თანამშრომელებმა თავისუფლად, ყოველგვარი სირთულის გარეშე შეძლონ გადაადგილება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები