ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ფონდმა სიცოცხლის ხე 2017 წლის გეგმებზე განაცხადა
ნინო შუბითიძე
28 დეკემბერი, 2016, 14:42
ფონდმა სიცოცხლის ხე 2017 წლის გეგმებზე განაცხადა

თბილისი (GBC) – შშმ პირების  ცხოვრების გაუმჯობესებისთვის 1 მლნ -ის 20-ზე მეტი პროექტი, სოციალური წარმოების წახალისება, სტუდენტების სწავლის დაფინანსება და დასაქმება, - საქართვლოს ბანკის ფონდმა  „სიცოცხლის ხე“ 2016 წელი შეაჯამა და 2017 წლის გეგმებზე განაცხადა.

2016 წელს ფონდის საქმიანობას შეემატა კიდევ ერთი მიმართულება -  საგრანტო კონკურსი  სოციალური საწარმოების შესაქმნელად.  5 საწარმოს პროექტი  დაფინანსდა თითოეული 50,000 ლარამდე მოცულობით.

2016 წელს, „სიცოცხლის ხემ“ 40-მდე პირს ეტლი გადასცა,  რუსთავში მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი გაარემონტა.

2016 წელს, ფონდის ხელშეწყობით მობილობის შეზღუდვის მქონე პირებისთვის დამატებით ხელმისაწვდომი გახდა „საქართველოს ბანკის“ 10 სერვისცენტრი და უკვე 23 სერვისცენტრია ადაპტირებული.

2017 წელს „სიცოცხლის ხე“ პრიორიტეტებს ინარჩუნებს.  დაგეგმილ ინოვაციურ პროექტებს შორისაა  მე-2  საგრანტო კონკურსი  სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად;  გაუშვებს donate.ge-ს - ერთიან საქველმოქმედო პორტალს, სადაც შესაძლებელი იქნება შესაწირის გაკეთება.

სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდში, ასევე, ნივთების დონაცია სოციალურად დაუცველი ადამიანებისა და ბავშთა სახლების დასახმარებლად. პლატფორმის მეშვეობით  ქველმოქმედ მოქალაქეს გაჩუქებული ნივთის ტრანპორტირებაში ფონდის კურიერი  დაეხმარება.

2017 წელს  „სიცოცხლის ხე“ გამოაქვეყნებს ლექსიკონს, რაც საფინანსო სფეროში ცოდნის  გასავრცელებლად.

2017 წელს ეკოლოგიური და სატრანსპორტო პრობლემების შემცირების მიზნით, „საქართველოს ბანკის“ თანამშრომლებისთვის ამოქმედდება საავტომობილო დამგზავრების აპლიკაცია, რომლის მეშვეობით ისინი შეძლებენ დაემგზავრონ ერთმანეთს და ერთობლივად გამოიყენონ ნაკლები სატრანსპორტო საშუალება.

2017 წელს  „საქართველოს ბანკის“ კიდევ 15 სერვისცენტრის ადაპტირება  შშმ პირებისთვის; აღიჭურვება ტაქტილური ბილიკებით, სპეციალური მანიშნებლებითა და ბრაილის შრიფტის წარწერებით; უსინათლო მომხმარებლებისთვის დაგეგმილია 11 ბანკომატის ადაპტაცია.

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები