ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
16 მილიონიანი ფასდაკლება: ჯონი დეპი უძრავი ქონების გაყიდვას ვერ ახერხებს   
28 დეკემბერი, 2016, 11:47
16 მილიონიანი ფასდაკლება: ჯონი დეპი უძრავი ქონების გაყიდვას ვერ ახერხებს   

თბილისი (GBC) - უკვე 1,5 წელია ამერიკელი მსახიობი ჯონი დეპი უძრავი ქონების გაყიდვას ცდილობს, თუმცა უშედეგოდ.

გასაყიდად გამოტანიალია საფრანგეთში მდებარე მამული, სახლი ვენეციაში და ლოს-ანჯელესში მდებარე 5 პენტჰაუსი.

ამერიკული ონლაინ-ჟურნალის Mansion Global-ის ცნობით, დეპიმ ფასების შემცირება დაიყო და საფრანგეთის მამულზე 16 მილიონიანი ფასდაკლება გამოაცხადა, შედეგად, 15 ჰექტარი მამულის ფასი $55 მილიონიდან $39 მილიონამდე შეამცირა.

ამ სახლის გაყიდვას სააგენტო Christie’s International Real Estate ცდილობს.  კომპანიის საიტზე ფასი მითითებული არ არის. სახლი კურორტი სენ-ტროპედან 16 კილომეტრში მდებარეობს. აქვს 15 საძინებელი, 14 აბაზანა, მთავარი კორპუსი და 6 კოტეჯი, რესტორანი, ბარი, სამხატვრო სტუდია და ტრენაჟორების დარბაზი. ასევე  2 აუზი.

მამული ლე-პლან-დე-ლა-ტურე ჯონი დეპიმ 2001 წელს იყიდა და რემონტზე 10,4 მლნ დოლარიც დახარჯა. მსახიობი აქ ვანესა პარადისა და ორ შვილთან ერთად ცხოვრობდა.

ჯინი დეპი ასევე ცდილობს 9,8 მლნ ევროდ გაყიდოს ვენეციაში მდებარე Palazzo Donà Sanguiantoffetti, რომელიც XVII საუკუნის სასახლეა. ასევე ლოს- ანჯელესში, კომპლექს Eastern Columbia Lofts-ში მდებარე 5 პენტჰაუსი. თავიდან 5-ვე ერთად $12.78 მლნ აშშ დოლარი ღირდა, თუმცა არ გაიყიდა. მოგვიანებით ჯონი დათანხმდა ლოტის დაშლას და ერთ-ერთი პენტჰაუსის რეალიზაციაც მოახერხა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები