ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თელავში, ბატონის სასახლის მიმდებარედ, ახალი მუზეუმი შენდება
28 დეკემბერი, 2016, 11:27
თელავში, ბატონის სასახლის მიმდებარედ, ახალი მუზეუმი შენდება

თბილისი (GBC) - თელავში, ბატონის სასახლის მიმდებარედ, ახალი მუზეუმის მშენებლობა მიმდინარეობს.

 მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების სამუზეუმო და საგამოფენო სივრცის შექმნასა და გარე ინფრასტრუქტურის მოწყობას. 

რეგიონული განვითარების პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოების დასრულებას, მუნიციპალური განვითარების ფონდი, 2017 წლის ზაფხულში გეგმავს.

ახალი მუზეუმი რეაბილიტირებული ბატონის სასახლის მიმდებარედ შენდება. სასახლის  სარეაბლიტაციო სამუშაოები, ფონდმა,  მიმდინარე წლის ოქტომბერში დაასრულა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები