| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, ნაძალადევის რაიონში, თემქის მე-4 მ/რ-ში, ხევძმარის ხევის მიმდებარედ, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” 900მმ-იანი თუჯის მაგისტრალური წყალსადენის ქსელი დაზიანდა. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკური ჯგუფი და დაზიანების აღმოსაფხვრელად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სამუშაოების წარმოება მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს, რის გამოც დღეს, 27 დეკემბერს 23:00 სთ-დან 28 დეკემბრის 09:00 სთ-მდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ნაძალადევის რაიონში: თემქის I მ/რ-ის კორპუსებს, თემქის IV მ/რ-ს, მე-11 მ/რ-ის I კვარტლის კორპუსებს, ანდრონიკაშვილის ქუჩის მე-2 და მე-3 შესახვევებს, სარაჯიშვილის, გურამიშვილის გამზირს, ფეიქრების, წყალსადენის, ჩარგლის, სააკაძის და მიმდებარე ქუჩებს, დადიანის II მ/რ-ის კორპუსებს.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge/ka/dagegmili.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss