ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გაგუა: ფასების ლარში დაფიქსირება მყიდველს დაეხმარება უკეთ დაგეგმოს ქონების შესყიდვა
27 დეკემბერი, 2016, 16:48
გაგუა: ფასების ლარში დაფიქსირება მყიდველს დაეხმარება უკეთ დაგეგმოს ქონების შესყიდვა

თბილისი (GBC) - უძრავი ქონების რეკლამა აუცილებლად უნდა იყოს მხოლოდ ლარში, რათაც ჩვენს თანამოქალაქეებს შეეძლოთ ფასების შედარება როგორც კონკურენტის ფასებთან, ისე საკუთარ შემოსავალთან, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ ლარიზაციის რეფორმის საკანონმდებლო პაკეტის საპარლამენტო განხილვისას.

მისი განცხადებით, მთავარი მიზანია, საქონლის რეალიზაციის ან მომსახურების რეკლამირებისას დაცული იყოს თითოეული მომხმარებლის ინტერესი.

„კურსის ცვალებადობა პრობლემებს უქმნის უძრავი ქონების ბიზნესს, თუ ლარი უფასურდება უძრავი ქონება იაფდება და პირიქით, რაც ამ სექტორში ფასების მერყეობას, გაყიდვების შემცირებასა და სხვა დასხვა პრობლემებს იწვევს. მეორე მხრივ, თუ უძრავი ქონების ფასები ლარით იქნება დენომინირებული, ეს დაეხმარება მყიდველს უკეთ დაგეგმოს უძრავი ქონების შესყიდვა. აღნიშნული გადაწყვეტილება, ასევე, ხელს შეუწყობს ლარის დეპოზიტების ზრდას,“ - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

მისი განცხადებით, ეროვნულ ვალუტაში მომსახურების ან სარეალიზაციო ფასის ლარში გამოხატვა მომხმარებლისთვის გაზრდის პროგნოზირებადობას, ბიზნესისთვის - რომლისთვისაც როგორც ცნობილია, პირველადი მშენებლობის ხარჯის უმეტესი ნაწილი ეროვნულ ვალუტაში აქვს, შეამცირებს რისკებს. მომხმარებელი არ იქნება დამოკიდებული კურსის ცვლილებაზე და უკეთ შეძლებს საკუთარი შემოსავლების განკარგვას გრძელვადიან პერიოდზე.

„აღნიშნული მიღებულია საერთაშორისო პრაქტიკაში - მრავალმა ქვეყანამ მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება და საბოლოო ჯამში, ხელი შეუწყო ადგილობრივი ვალუტის მიმართ ნდობის გამყარებას,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები