ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მთავრობას უძრავი ქონების ფასების მხოლოდ ლარში დაფიქსირება ზაფხულიდან სურს
27 დეკემბერი, 2016, 16:39
მთავრობას უძრავი ქონების ფასების მხოლოდ ლარში დაფიქსირება  ზაფხულიდან სურს

თბილისი (GBC)  -  საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან მომსახურების გაწევის შეთავაზება - რეკლამირების ფასი მხოლოდ ლარით იქნება გამოსახული.

პრემიერი მიერ გაჟღერებული ინიციატივა კანონპროექტად უკვე ფორმირებულია.

ცვლილება ეროვნული ბანკისა და რეკლამის შესახებ კანონებში შედის.

რეკლამის შესახებ კანონის  მე-4 მუხლს ემატება მე-15 პუნქტი, რომლის თანახმადაც, საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან/და რეკლამირებისას, გარდა ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა, ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით.

ეროვნული ბანკის შესახებ  პროექტით ასევე განისაზღვრება, რომ ზემოაღნიშნულისაგან განსხვავებული წესი შესაძლოა დადგინდეს საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტით, რაც მაგალითისათვის ემსახურება არარეზიდენტ პირთა დაცვის ინტერესებს.

თუკი პარლამენტი მთავრობის ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს,  კანონი  2017 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება.

ფასის ლარში გამოხატვის მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობის, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

იდეა უკვე გააპროტესტა დეველოპერების დიდმა ნაწილმა, ისინი მიიჩნევენ, რომ კანონი ბიზნესის მდგრადობას საფრთხეს უქმნის.

დეველოპერები ამბობენ, რომ განვადებით ბინის შეძენისას ფასის მხოლოდ ლარში დაფიქსირება მათ საფრთხეს შეუქმნის, იმ შემთხვევაში თუ ლარი გაუფასურდება, რადგანაც კომპანიები ვერ მიიღებენ იმ შემოსავლებს, რაც მათ უნდა მიეღოთ.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები