| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - "იმედის" „მაესტროსა" და „GDS-ის" ერთი ჰოლდინგის ქვეშ გაერთიანების შემთხვევაში სამიდან 2 ტელევიზიაში საინფორმაციო სამსახურები დაიხურება, - იუწყება "რუსთავი 2" კომუნიკაციების კომისიაზე დაყრდნობით.
კომისიაში აცხადებენ, რომ გაერთიანების საკითხზე მხარეებს მათთვის ჯერ არ მიუმართავთ.
,,მოლაპარაკებები ალბათ დამფუძნებლებს შორის მიმდინარეობდა, გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდნენ მოლაპარაკებების გარეშე. მე მაგ მოლაპარაკებაში არ ჩავრეულვარ და არც მრევდნენ. რა იქნება იანვრიდან არ ვიცი, ველოდები ოფიციალურ განცხადებას, რომელიც ალბათ ხვალ გაკეთდება", - განაცხადა ტელეკომპანია "მაესტროს" დირექტორმა ზურაბ ნაყეურმა "რუსთავი 2"-თან საუბრისას.
ის რომ ტელეკომპანია „იმედი" „მაესტროსა" და „GDS-ს" ყიდულობს "ლიბერალმა" სანდო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.
როგორც „ლიბერალისთვის" გახდა ცნობილი, ოფიციალურ განცხადებას წილების შეძენასთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „იმედის" ხელმძღვანელობა, სავარაუდოდ, დღეს გააკეთებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss