| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - "ჯორჯიან გლობალ იუთილითიზის" შვილობილი 3 კომპანიის "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის", "მცხეთის წყალის" და "რუსთავის წყალის" აბონენტებისთვის სემეკმა წყლის ტარიფები განიხილა.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, საყოფაცხოვრებო ტარიფი უცვლელი რჩება "მცხეთის წყლის"როგორც გამრიცხველიანებული, ასევე მრიცხველის გარეშე მყოფი მომხმარებლისთვის.
რაც შეეხება კომერციულ სექტორს, მათ ერთი კუბური მეტრი 1,19 თეთრით გაუიაფდათ.
კომპანია "რუსთავის წყლის" გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის ტარიფი უცვლელი დარჩა, მრიცხველის გარეშე მომხმარებლებისთვის ტარიფი სულზე 13 თეთრით გაძვირდა, ტარიფი გაიზარდა კომერციული სექტორისთვისაც და 1 კუბ. მეტრზე ზრდამ 45 თეთრი შეადგინა.
რაც შეეხება "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" აბონენტებს, 2017 წლის საყოფაცხოვრებო ტარიფი მრიცხველიანი და უმრიცხველო აბონენტებისთვის უცვლელი დარჩა, კომერციული ობიექტებისთვის კი 1,5 თეთრით გაიზარდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss