ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ზედაზენი წვენების ხაზის იანვარში გახსნას და ახალ პროექტს აანონსებს  
27 დეკემბერი, 2016, 10:35
ზედაზენი წვენების ხაზის იანვარში გახსნას და ახალ პროექტს აანონსებს  

თბილისი (GBC) - „ქართული ლუდის კომპანია" (ზედაზენი) ნატურალური წვენებს ახალ ხაზს იანვარში გახსნის.

რა ბრენდით გამოვა წვენები ბაზარზე კომპანიის დამფუძნებელი ცეზარ ჩოჩელი კვლავ არ ასახელებს, ამბობს, რომ დეტალები იანვარში, პრეზენტაციაზე  გახდება ცნობილი.

ბიზნესმენი ამბობს, რომ ბაზარზე წარმატებული პოზიციონირებისთვის ყველა პირობა აქვთ და საქართველოს ბაზრის ათვისებასთან ერთად ექსპორტზეც ფიქრობენ. 

გერმანული დანადგარებით აღჭურვილი საწარმოსთვის 7 მლნ ევროს ინვესტიცია განხორციელდა. ცეზარ ჩოჩელი უახლოეს მომავალში წვენების საწარმოს განვითარების მეორე ფაზის დაწყებას აანონსებს.

ამჟამად პროექტის დამუშავება და დანადგარების მომწოდებელ ცნობილ, გერმანულ კომპანიებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„პროექტის დამუშავების შემდეგ გვეცოდინება ინვესტიციის მოცულობაც“, - აღნიშნავს ჩოჩელი. 

ბრენდ „ზედაზენის" მფლობელი წვენებს  ძირითადად ადგილობრივი ნედლეულით დაამზადებს, თუმცა გამოყენებული იქნება იმპორტირებული ხილიც (ბანანი, მანგო, ანანასი და ა. შ).

შეგახსენებთ, „ქართული ლუდის კომპანია" რამდენიმე სახეობის ლუდს, ცივ ჩაის, ენერგეტიკულ სასმელსა და ლიმონათს აწარმოებს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები