| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - NBA–ს ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის სასტარტო ხუთეულების შერჩევა დაიწყო და საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანს კიდევ ერთი შანსი აქვს „შესანიშნავ ხუთეულში“ მოხვდეს.
ანალოგიური შანსი ზაზა ფაჩულიას გასულ წელსაც ჰქონდა, თუმცა ხმის მიცემის წესების არცოდნის გამო, სახელოვან კალათბურთელს ხმების მცირე რაოდენობა დააკლდა.
ზაზა ფაჩულიას თავის ნომინაციაში მაშინ მხოლოდ კობი ბრაიანტმა, კევინ დიურანტმა და კავაი ლეონარდმა გადაასწრო.
All-Star-ის ხუთეულებს ადრე გულშემატკივრები ირჩევდნენ, მაგრამ წელს შერჩევის პროცედურაში ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა- გულშემატკივრების წილი შერჩევაში 50 % იქნება, ხოლო 25-25 პროცენტიანიწილი ექნებათ კალათბურთელებს და ჟურნალისტებს.
საარჩევნო პროცესში მონაწილეობა შესაძლებელია რამდენიმე სოციალური ქსელიდან: Facebook-ი, Twitter-ი, NBA-ს ოფიციალური ვებ-გვერდი და google.
ხმის მიცემის წესები ასეთია: თითო სოციალური ქსელიდან თუ საიტიდან ხმის მიცემა შესაძლებელია დღეში (24 საათში) მხოლოდ ერთხელ. წინააღმდეგ შემთხვევაში ხმა ანულირდებოდა.
მაგალითად, თუ დილის 12:00 საათზე დაფიქსირდება ხმის მიცემა, მეორე დღის 12:01 ხმის მიცემა აღარ შეიძლება, რათა ფაჩულიას 1 ხმა ჩაეთვალოს.
შეგახსენებთ, რომ რეალურად, შესაძლებელია დღეში 4 ხმის მიცემა: Facebook-დან, Twitter-დან, Google-ის საძიებო სისტემიდან და NBA.com-დან (ან ამ საიტისანდროიდისა და IOS-ის აპლიკაციიდან).
გაგაცნობთ ხმის მიცემის პროცედურის დეტალებს: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუკი ხმის მიცემის დროს მართლწერაში შეცდომა იქნება დაშვებული, ხმა არ დაფიქსირდება. ხმის მიცემა შესაძლებელია 4 სხვადასხვა გზით.
1.Facebook-ის სტატუსად ვწერთ: #NBAVOTE Zaza Pachulia (24 საათში ერთხელ)
2. Twitter-ის სტატუსად ვწერთ: #NBAVOTE Zaza Pachulia (24 საათში ერთხელ)
3. Google-ის საძიებო ველში ვწერთ “NBA Vote All-Star”. წარმოდგენილიგუნდებიდან ვირჩევთ Golden State-ს, მოთამაშეებიდან კი ზაზა ფაჩულიას დავაძლევთ ხმას (24 საათში ერთხელ)
4. www.nba.com/vote ამ საიტით, ან მისი მობილური აპლიკაციით (24 საათშიერთხელ)
შენიშვნა: თუკი აკონტროლებთ ოთხივე სოციალურ ქსელს, შესაძლებლობაგაქვთ, დღეში 4 ხმა შემატოთ ზაზა ფაჩულიას აქტივს.
დაუჭირეთ მხარი საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანსა და NBA-ს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის, „გოლდენ სტეიტის“ ძირითად ცენტრს, რათა 2017 წლის 19 თებერვალს ნიუ -ორლეანში დაგეგმილ „ყველა ვარსკვლავის“ მატჩში მიიღოს მონაწილეობა.
ხმის მიცემა გაგრძელდება 16 იანვრის ჩათვლით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss