| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – თელიანი ველის შვილობილმა Global Beer Georgia-მ EBRD-სგან დაფინანსება ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისთვისაც მიიღო, €73 000 -ის გრანტი ევრობანკის FINTECC (კლიმატური ცვლილებების საკითხებისთვის ფინანსებისა და ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრი) პროგრამის ფარგლებში, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) თანადაფინანსებით.
რესურსი კარბონის დიოქსიდის ზემოქმედების შემარბილებელი ქარხნის მშენებლობას მოხმარდება, რომელიც გაზიანი სასმელების წარმოების პროცესში გამოყოფილ ნახშირორჟანგს დაბლოკავს.
„საქართველო ცნობილია ღვინით, თუმცა, კარგი ხარისხის ლუდი ასევე ძალიან პოპულარულია; ცნობილი ბრენდების ადგილობრივად წარმოების დაწყებით, თელიანი ველი არამარტო შემოიტანს ახალ ტექნოლოგიებს და გაზრდის წარმოების სტანდარტებს, არამედ, ასევე, შექმნის ადგილობრივ სამუშაო ადგილებს და კონკურენციას ლუდის ბაზარზე, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს ფასისა და ხარისხის გაუმჯობესებას. საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერა ბანკის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტია“ - განაცხადა ევრობანკის დირექტორმა სოფლის მეურნეობის დარგში, ჟილ მეტეტალმა.
“მოხარულები ვართ ვითანამშრომლოთ ევრობანკთან, რომელიც არამარტო ფინანსურად დაეხმარა ჩვენს კომპანიას, არამედ ფართომასშტაბიანი ტექნიკური მხარდაჭერითაც. ევრობანკის თანადგომა ითამაშებს მნიშვნელოვან როლს პროექტის წარმატებაში; ახალ კომპანიას ექნება უმაღლესი დონის აღჭურვილობა, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგიის ეფექტურ მოხმარებას და აწარმოებს მაღალი ხარისხისა და კონკურენტული ფასის მქონე ლუდსა და უალკოჰოლო სასმელებს“ - აღნიშნა კობა ჭანტურიამ, Global Beer Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა კობა ჭანტურიამ,
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss