ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თიბისი BNYM -სგან გამოსყიდულ აქციებს აუქმებს
26 დეკემბერი, 2016, 15:12
თიბისი BNYM -სგან გამოსყიდულ აქციებს აუქმებს

თბილისი (GBC) - თიბისი ბანკი Bank of New York Mellon-სგან (BNYM) საკუთარი  აქციების გამოსყიდვას და გაუქმებას გეგმავს.

გადაწყვეტილება BNYM-სთან სადეპოზიტო ხელშეკრულების პროგრამის დასრულების გამო იქნა მიღებული.

ბანკის მფლობელი "თიბისი ბანკ გრუპი" გამოისყიდის დარჩნილ 94 553 აქციას, ტრანზაქციის დასრულების შემდეგ გააუქმებს და შესაბამისად, თიბისის კაპიტალიც  ამდენივე აქციით შემცირდება.

ამასთან, საწესდებო კაპიტალი განისაზღვრება 22,444 მლნ ლარით, რომელიც დაყოფილია 0,4 ლარის ნომინალის 56,111,974 აქციად.

შეგახსენებთ, თიბისი ბანკმა გლობალური  სადეპოზიტო ხელწერილები (GDRs)  ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2014 წლის ივნისში განათავსა.

GDR-ები სწორედ  Bank of New York Mellon-ის დახმარებით განთავსდა (ფასი:$13), Barclays Bank PLC და UBS საინვესტიციო ბანკების მონაწილეობით, რომლებიც მოქმედებდნენ, როგორც ერთობლივი გლობალური კოორდინატორები და ერთობლივი ბუკრანერები. ასევე იყო  Renaissance Capital საინვესტიციო ბანკი (ერთობლივი ბუკრანერი)  და თანამენეჯერი  ბროკერი Peel Hunt -ი.

2016 წლის აგვისტოდან კი, თიბისის აქციებმა ლონდონის ბირჟაზე პრემიუმ ლისტინგში გადაინაცვლა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები