ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ხრამ-არხის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
26 დეკემბერი, 2016, 10:36
ხრამ-არხის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თბილისი (GBC) -  „საქართველოს მელიორაცია“ ხრამ-არხის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს, რომლის შედეგად მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საირიგაციო მომსახურება გაუმჯობესდება.

სამუშაოების მიმდინარეობა შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან დვალმა და ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორმა, პაატა ხიზანაშვილმა მოინახულეს.

ლევან დვალის განცხადებით, მიმდინარე სამუშაოების შედეგად, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას 4 000 ჰექტარზე მეტ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმი.

„30 წელზე მეტია ხრამ-არზე სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა. მიმდინარე რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის, ვინაიდან ხელს შეუწყობს მოსავლიანობის ზრდას."-აღნიშნა პაატა ხიზანაშვილმა.

2012 წლიდან ქვემო ქართლის რეგიონში განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 23 სარეაბილიტაციო პროექტი. შედეგად წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი რეგიონში 46 250 ჰეტქრამდეა გაზრდილი. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები