ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
განახლებული კუკუშკა ექსპლუატაციაში შევიდა
25 დეკემბერი, 2016, 20:13
განახლებული კუკუშკა ექსპლუატაციაში შევიდა

თბილისი (GBC) - ბორჯომ-ბაკურიანის მცხოვრებლებს, სათხილამურო სპორტის მოყვარულებსა და ტურისტებს განახლებული და კაპიტალურად აღდგენილი ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის ვაგონები მოემსახურება.

ПВ-900 ტიპის სამგზავრო ვაგონებს, რომლებსაც კაპიტალური სარემონტო სამუშაოები 80-იანი წლების შემდეგ არ ჩატარებია, „საქართველოს რკინიგზამ“ ძველი იერსახე დაუბრუნა. 

ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით და პირიქით, მატარებელი დღეში 2 რეისს ასრულებს.

თითოეული ვაგონი 32-ადგილიანია და შესაბამისად,  ერთდროულად 128 მგზავრი შეძლებს გადაადგილებას. 

დღეს ბაკურიანში დღესასწაულია.  ე.წ "კუკუშკა", რომელიც ამ კურორტის ყველასთვის საყვარელი შემადგენელი ნაწილია, სრულად რეაბილიტირებულია და ხელმისაწვდომია დამსვენებლებისთვის. ეს მატარებელი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბორჯომიდან ბაკურიანამდე, ბევრი სოფლის მცხოვრებლებისთვის", - განაცხადა ბორჯომში ჩასულმა პრემიერმა.

"საქართველოს რკინიგზის" ცნობით, იგეგმება ბორჯომ-ბაკურიანის ხაზის მომსახურე სადგურების სარემონტო სამუშაოები და ლოკომოტივების კაპიტალური შეკეთება. 

ასევე განიხილებაბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზისთვის და მიმდებარე ინფრასტრუქტურისთვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები