ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ენერგო პროს 10 ჰესიდან 9 წარმოების ტარიფი შეუმცირდა
მარიამ მინაძე
23 დეკემბერი, 2016, 14:00
ენერგო პროს 10 ჰესიდან 9 წარმოების ტარიფი შეუმცირდა

 თბილისი (GBC) - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ  “ენერგო პრო ჯორჯიას” საკუთრებაში არსებულ ჰიდროელექტროსადგურებზე, 10-დან 9-ზე წარმოების ტარიფი შეამცირა.

ტარიფი გაიზარდა მხოლოდ “აწჰესის” შემთხვევაში, სადაც სემეკმა დიდი მოცულობით განხორციელებული ინვესტიციები გაითვალისწინა.

კერძოდ, 2016 წელს კომპანიმ აღნიშნულ ჰესში 9.58 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.  მისი წარმოების ტარიფი კი 1.798 თეთრით 5.865-მდე გაიზარდა.

ტარიფები შემცირდა  რიონჰესის, საცხენჰესის, ჩითახევის, ძევრულჰესის, გუმათჰესების კასკადის, ლაჯანურჰესის, შაორჰესის, ორთაჭალაჰესის და ზაჰესის შემთხვევაში.

“ენერგოპრო ჯორჯიას” გენერალური დირექტორის, მიხეილ ბოცვაძის განცხადებით, იაფი ენერგია კიდევ უფრო გაიაფდა და სწორედ ეს თუ გადაარჩენს სამომხმარებლო ტარიფს გაძვირებისგან.

მისივე ინფორმაციით, ჰიდროელექტროსადგურების წილი, ენერგო პროს მოხმარებაში 40%-ს შეადგენს.

სემეკის კომისიის წევრის, გოჩა შონიას განცხადებით, გადაწყვეტილების მიღებისას წინა 5 წლის ფაქტობრივი გამომუშავებები  გაანალიზდა და სწორედ ეს მონაცემები იქნა გათვალიდწინებული.

შეგახსენებთ, რომ “ენერგო პროს” საკუთრებაში არსებულ “ჯიფაუერს” ტარიფი უკვე გაეზარდა.

სამომხმარებლო ტარიფებს 2017 წლისთვის კი, სემეკი ორშაბათს განიხილავს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები