ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ენერგოომბუდსმენის აპარატში მიმართვიანობა მკვეთრად გაიზარდა
22 დეკემბერი, 2016, 15:05
ენერგოომბუდსმენის აპარატში მიმართვიანობა  მკვეთრად გაიზარდა

თბილისი (GBC) - სტატისტიკის მიხედვით, 2013 წლის მონაცემებთან შედარებით ენერგოომბუდსმენისთან მიმართვიანობა  დაახლოებით 6-ჯერ არის გაზრდილი.

აპარატი მაჩვენებლის ზრდას, ერთის მხრივ, მოქალაქეთა  ცოდნის ამაღლებას, მეორე მხრივ, კი სისტემაში არსებულ პრობლემებს უკავშირებს.

 2016 წელს ენერგოომბუდსმენის აპარატში 4680 განცხადება შევიდა, კონსულტაციებისთვის ენერგოომბუდსმენს - 9108 მოქალაქემ მიმართა, ხოლო ელექტრონულ ფოსტასა და სოციალურ ქსელში - 1965 მოქალაქემ.

განცხადებების ყველაზე მეტი წილი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერზე“ მოდიოდა - 1216 განცხადება, „თელასზე“ მოდიოდა - 1171 განცხადება, „რუსთავის წყალი“ – 896, სს „კახეთის ენერგდისტრიბუცია“ – 442, ხოლო შპს „მცხეთის წყალზე“ შესულმა განაცხადების რაოდენობამ 310 შეადგინა.

ყველაზე ცოტა განაცხადი - 6 ერთეული, „ვისოლ გაზზეა“ შესული.

ენერგოომბუდსმენის განცხადებით, ელექტროენერგეტიკის სექტორში გადაუჭრელ პრობლემა რჩება მოძველებული ქსელები, არასტაბილური ძაბვა, მომსხურების ხშირი შეწყვეტა რეგიონებში.

კვლავაც აქტუალურია სამი და მეტი წლის წინ კომპანიის მიმართ წარმოქმნილი ვალები, რომლებიც მრავალი წლის მანძილზე ასახული იყო მომხმარებელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე. ამ პრობლემამ კი აპარატის ცნობით, თავი იჩინა ჯერ კიდევ 2014 წელს, თუმცა ამ მხრივ სერიოზული წინსვლას ხედავენ, ვინაიდან მომხმარებელთა უდიდესი ნაწილი, საზოგადოებრივი დამცველის დიდ ძალისხმევით, გათავისუფლდა ამ ვალდებულებისგან.

ბუნებებრივი გაზის სექტორში ძირითადი დავის საგანი იყო ახალი მომხმარებლის დროული მიერთება ბუნებრივი გაზის ქსელზე და აღრიცხვიანობასთან დაკავშირებული დავები.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები