ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
GWP თბილისის ნაწილს წყალმომარაგების შეწყვეტაზე აფრთხილებს
22 დეკემბერი, 2016, 12:51
GWP თბილისის ნაწილს წყალმომარაგების შეწყვეტაზე აფრთხილებს

თბილისი (GBC) - კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. 

კომპანიის ცნობით, ნაძალადევის რაიონში, რიონჰესის ქ N18-თან კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 900 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენი დაზიანდა.

ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკური ჯგუფი და ქსელის აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

ტექნიკური სამუშაოები მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს, რის გამოც დღეს, 22 დეკემბერს 13:30სთ-დან 23 დეკემბრის, 01:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

გლდანის რაიონში: გმირ კურსანტთა ქუჩას;

ნაძალადევის რაიონში: თიანეთის ქუჩის N97-დან N137, N86-დან N104, ჩარგლის ქუჩის N1-დან N71, N2-დან N56, სანზონის ქუჩის ნაწილს, გუდამაყრის და მიმდებარე ქუჩებს.

დიდუბის რაიონში: თამარ მეფის გამზირს:

ჩუღურეთის რაიონში: ზაზიშვილის,  მეუნარგიას, ქურდიანის, ყირიმის, ქინქლაძის და მიმდებარე ქუჩებს;

ისნის რაიონში: ფშავის, შილდის, ახალდაბის, ოძისის, ჟონეთის, მარტყოფის, დმანისის და მიმდებარე ქუჩებს;

წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია აღნიშნულ ქუჩებს და დასახლებებს წყალს ცისტერნით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწვდის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები