| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – თიბისის აქციებზე მენეჯმენტის მიერ ლონდონის ბირჟაზე 12-14 დეკემბრის გარიგებებზე ბანკი განცხადებას ავრცელებს, მათთვის ვისთვისაც საბირჟო ვაჭრობების საერთაშორისო პრაქტიკა უცხოა და აჟიოტაჟის საფუძველი გახდა.
„საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკის თანახმად, ბანკის მენეჯმენტი კომპენსაციის უმეტეს ნაწილს ნაღდი ფულის ნაცვლად აქციების სახით იღებს. მათ აქვთ სრული უფლება, ნებისმიერ დროს, პირადი თუ ოჯახური საჭიროებიდან გამომდინარე, გაყიდონ მათ მფლობელობაში არსებული აქციები.
ისეთ კომპანიებში, რომელთა აქციებიც ივაჭრება საერთაშორისო თუ ადგილობრივ ბირჟებზე, მენეჯმენტის წევრების/აქციონერების მხრიდან აქციების გაყიდვა არის გავრცელებული პრაქტიკა, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. აღსანიშნავია, რომ მენეჯმენტის ყველა ის წევრი, რომელმაც აქციების უმნიშვნელო წილი ახლახანს გაასხვისა, კვლავ რჩება თიბისი ბანკის აქციონერად და ტოპ-მენეჯმენტის შემადგენლობაში.“
ვახტანგ ბუცხრიკიძის, ნინო მასურაშვილის, ვანო ბალიაშვილი, გიორგი შაგიძის და პაატა ღაძაძესთან დაკავშირებული კომპანიის ვაჭრობის შედეგები, სხვა სიახლებთან ერთად, მათ შორის კაპიტალის ბაზრიდან რესურსების მოზიდვაზე თუ დაჯილდოებაზე ოფიციალურად ქვეყნდება: http://www.londonstockexchange.com/home/homepage.htm
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss