ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
პრემიერი: გააკეთეთ ყველაფერი, რომ არანაირი შეფერხება არ ჰქონდეთ ტურისტებს
22 დეკემბერი, 2016, 10:38
პრემიერი: გააკეთეთ ყველაფერი, რომ არანაირი შეფერხება არ ჰქონდეთ ტურისტებს

თბილისი (GBC) - გააკეთეთ მაქსიმალურად ყველაფერი, რათა შეფერხებები არ იყოს ზამთრის სეზონის განმავლობაში - დავალება პრემიერისგან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მიიღო.

კვირიკაშვილმა ტურისტული სეზონის მნიშვნელობაზე მთავრობის სხდომის  დაწყების წინ ისაუბრა, აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა უამინდობის გამო არ შეიქმნას გზებზე გადაადგილების პრობლემა ან სხვა სახის სირთულე.

„ჩვენ ზამთრის ტურისტული სეზონის ახალ ფაზაში შევდივართ - უახლოეს დღეებში იხსნება ახალი საბაგირო გუდაურში, მიტარბის ახალი საბაგირო, ასევე ახალი საბაგირო თეთნულდზე. მინდა, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრს დავავალო - რა თქმა უნდა, მე ვიცი, რომ თქვენ ძალიან ბევრს მუშაობთ მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, მაგრამ ზამთრის სეზონზე არის ხოლმე ხშირი შეფერხებები უამინდობის გამო. მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გააკეთოთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, რათა არანაირი შეფერხება არ ჰქონდეთ უცხოელ ტურისტებს და ადგილობრივ დამსვენებლებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან თითოეული დამსვენებელი, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი, აისახება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, განსაკუთრებით მთაში მაცხოვრებელი ოჯახების ეკონომიკურ მდგომარეობაზე და არა მხოლოდ. ეს არის უზარმაზარი კომპლექსი, რომელიც მუშაობს არა მხოლოდ მთის განვითარებაზე, არამედ ქვეყნის განვითარებაზე," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები