| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – Fitch -ის მიერ რეიტინგის დადასტურებით “ჯორჯიან უოთერ ენდ პაუერი” (GWP) ინვესტორებში ნდობის ზრდას ელის.
გავლენიანი სააგენტოს მიერ ზედიზედ მეორე წელს “BB-“ დონეზე დადასტურებული რეიტინგის მნიშვნელობასა და 2017 წლის საივესტიციო გეგმებზე, კომპანიის მენეჯმენტმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
GWP -ის გენერალური დირექტორი გიორგი ცხადაძე აღნიშნავს, რომ რეიტინგის მინიჭება ადასტურებს, რომ კომპანიის მართვის სისტემები არის საიმედო და განვითარება სწორ გზაზეა.
„ ეს საშუალებას გვაძლევს მოვიზიდოთ დამატებითი ინვესტიციები ჩვენი სტაბილური განვითარებისთვის“, - აღნიშნა ცხადაძემ.
კომპანია 2017 წელს საინვესტიციო პორტფელის გაორმაგებაზე აცხადებს. სხვადასხვა პროექტებში 148 მილიონი დაიხარჯება, მათ შორის, პორტფელის ნახევარი ქსელის რეაბილიტაცია -განვითარებას მოხმარდება.
დაგეგმილია აბონენტების გამრიცხველიანების პროექტის გაგრძელება და ახალი აბონენტების დამატება.
კომპანია 2017 წელს ახალი ჰიდროელექტროსადგურის - ბოდორნაჰესის მშენებლობას და გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაციასაც გეგმავს.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“, რეიტინგი „BB-“ ყველა კატეგორიაში, ზედიზედ მეორედ მიანიჭა.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საქართველოში პირველი და ამ ეტაპზე ერთადერთი არასაფინანსო კერძო კომპანიაა, რომელსაც Fitch Ratings-მა ქვეყნის უმაღლესი სუვერენული რეიტინგი „BB-“ ჯერ კიდევ 2015 წელს, პირველივე ცდაზე, მიანიჭა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss