| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC)- კომპანიამ „m² უძრავი ქონება“ საქართველოს პარლამენტს წერილის ახალი, დაზუსტებული ვარიანტი წარუდგინა, რომელშიც კომპანია დეტალურად განმარტავს ინციატივის შინაარსს.
დეველოპერულ კომპანიაში აცხადებენ, რომ მხოლოდ დაავადებული ხეების მოჭრაზე მოსაკრებელის გაუქმების ინიციატივით გამოდიან.
„ჩვენი ინიციატივა ეხება კონკრეტულად ერთ საკითხს - მოქმედი კანონმდებლობის ცვლილებით კერძო მესაკუთრეების ტერიტორიაზე არსებული დაავადებული ნარგავების მოჭრის უფლებების მიღებას კომპენსაციის გადახდის გარეშე. მიგვაჩნია, რომ დაავადებული ხე-მცენარეების არსებობა წარმოადგენს საშიშროებას ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ჯანსაღი ნარგავების დაზიანების თვალსაზრისით. შესაბამისად, დაავადებული ნარგავებისაგან ქალაქის ტერიტორიის გათავისუფლების სტიმულირება შედის ქალაქის ინტერესებში. გთხოვთ ეს ინიციატივა განიხილოთ დაჩქარებული წესით“. - ნათქვამია წერილში.
რაც შეეხება ჯანსაღი ხეების მოჭრის საკითხს, კომპანია განმარტავს, რომ წინა წერილში აღნიშნული საკითხი არასრულფასოვნად იყო ჩამოყალიბებული და საზოგადოებას ინტერპრეტაციების საშუალებას აძლევდა.
m² პარლამენტში შეტანილ, დაზუსტებულ წერილში ხაზს უსვამს, რომ კომპანია მხოლოდ კანონის დაზუსტებასა და უფლება-მოვალეობების მკაფიოდ განსაზღვრას ითხოვდა, რაც, m²-ის აზრით, საზოგადოების ინტერესებში შედის.
m² წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ კომპანიის ინიციატივა არასრულფასოვნად იყო ჩამოყალიბებული და აჩენდა ლეგიტიმურ შეკითხვებს მის შინაარსთან დაკავშირებით.
კომპანია იმედოვნებს, რომ ახალ ინიციატივაში კომპანიის აზრი მკაფიოდაა ჩამოყალიბებული და მზადყოფნას გამოთქვამს, რომ დაინტერესებულ პირებთან ერთად ამ საკითხზე იმუშაოს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss