| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC)- “საქართველოს რკინიგზა” წყლის მწარმოებლებს პროდუქციის მიწოდების სანაცვლოდ სარეკლამო ადგილების გამოყოფას სთავაზობს.
გადამზიდავმა კომპანიამ ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. გამარჯვებულმა სარკინიგზო ოპერატორს 1 წლის ვადაში 0.5 ლ. პეტის ბოთლებით არანაკლებ 280 000 ბოთლი წყალი უნდა მიაწოდოს.
სანაცვლოდ, კომპანიის სამგზავრო მატარებლებში, მათ შორის Stadler Kiss-ს ორსართულიან შემადგენლობებში სპეციალური ადგილები გამოეყოფა სარეკლამო მასალის განსათავსებლად, შესაძლებელი იქნება სარეკლამო ვიდეორგოლის გაშვებაც.
უფრო კონკრეტულად, მომწოდებელი კომპანიის სარეკლამო ბანერები განთავსდება სამგზავრო მატარებლებში, თითოეულ ვაგონში 3 ცალი; ხოლო Stadler-ის ტიპის მატარებელში 5 ცალი.
ამასთან, Stadler kiss-ის ტიპის სამგზავრო მატარებლებში ყოველ ნახევარ საათში ერთხელ მოხდება წყლის მომწოდებელი კომპანიის შესახებ მოკლე სარეკლამო ვიდეო-რგოლის გაშვება, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 წუთს.
წყლის მომწოდებელ კომპანიას ასევე შეუძლია დაამზადოს სამგზავრო ბილეთების ჩასადები შესაბამისი კონვერტები, რომლებზეც გამოსახული იქნება წყლის მომწოდებელი კომპანიის ლოგო. აღნიშნულ კონვერტებში შეიფუთება რკინიგზის სალაროებში გაყიდული სამგზავრო ბილეთები.
დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი კომპანიაში 2017 წლის 20 იანვრის 18:00 სთ-მდე, დალუქულ კონვერტებით უნდა წარადგინონ.
გამარჯვების ძირითადი კრიტერიუმებია: მოსაწოდებელი სასმელი წყლის ბოთლების რაოდენობა - წინამდებარე განაცხადით გათვალისწინებულ რაოდენობაზე, 280 000 ცალზე მეტი ოდენობით და საქონლის მოწოდების ვადა - ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss