| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - რუსული „კომერსანტი“ თურქეთში „გაზპრომის“ აქტივების ნაციონალიზაციაზე წერს.
გამოცემა წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დეკემბრის დასაწყისში თურქეთში, ფაქტობრივად ნაციონალიზაციას დაექვემდებარა რუსული გაზის უმსხვილესი იმპორტიორი Akfel Holding, სადაც წილებს ფლობენ „გაზპრომი“ და გაზპრომბანკი. გამოცემის წყარო თვლის, რომ გაზის დავა თურქეთთან „უკვე უზრუნველყოფილია“.
კომპანია ნაციონალიზაციას საგანგებო განკარგულებით № 674-ით დაექვემდებარა. ეს განკარგულება მთავრობამ ივლისში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ მიიღო.
Akfel Holding-ში „გაზპრომი“ მინორიტარულ წილს ფლობს, ჰოლდინგის 2 კომპანიაში კი, 60%-იან პაკეტებს ფლობს Akfel და გაზპრომბანკი.
„ჩვენ უბრალოდ წაგვართვეს თურქეთში რუსული გაზის ყველაზე ეფექტიანი და მომგებიანი რეალიზატორი“, - აცხადებს „გაზპრომთან“ დაახლოებული ანონიმი რესპონდენტი.
გამოცემა აღნიშნავს, რომ "გაზპრომის" ხელმძღვანელი ალექსეი მილერი საკითხის გარკვევას თურქეთის პრემიერის მოსკოვში ვიზიტისას ცდოლობდა, თუმცა არსებითი განმარტება ვერ მიიღო.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss