| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თიბისის მენეჯემენტმა აქციები გაყიდა. ყველაზე ძვირად ბანკის CEO-მ ვახტანგ ბუცხრიკიძემ, პირველი პორცია 15₤-ად, 21 090 ცალი. ჯამში 56 158 ცალი აქცია გაასხვისა, სულ ₤- 839 582.
გიორგი შაგიძემ 17 877 აქცია(₤267 140) გაყიდა, ვანო ბალიაშვილმა - 11 237 (₤167 916), ნინო მასურაშვილმა 7 662 (₤114 488 ) . გარიგებები 12-13 დეკემბერს დაიდო.
მანამდე ბანკის აქციონერთა რიგებიდან გავიდა Inseco, გენერალური დირექტორის პირველ მოადგილესთან პაატა ღაძაძესთან დაკავშირებული კომპანია, გაყიდულია 40 950 აქცია, 2 ნაწილად, სულ 468 607 გირვანქა სტერლინგის.
5-12 დეკემბრის პერიოდში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამაც (IFC) გაყიდა ბანკის აქციები, ასევე 2 პორციად (5-12 დეკემბერი). ₤8 მლნ-მდე მოცულობით, პორტფელი 2.098 მლნ-დან 1.538 მლნ აქციამდეა შემცირებული. IFC -ის მთლიანი აქციების 4% ეჭირა და ახლა უკავია 2.9%.
ლონდონის ბირჟაზე გასულ 2 კვირის განმავლობაში გარიგებები 2 მლნ-ზე მეტ აქციაზე დაიდო.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss