ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
აჭარაში მომავალ წელს მინიმუმ 161 მილიონი ლარის ინვესტიციას ელიან
19 დეკემბერი, 2016, 17:56
აჭარაში მომავალ წელს მინიმუმ 161 მილიონი ლარის ინვესტიციას ელიან

თბილისი (GBC) – თუ ინვესტორები საინვესტიციო ვალდებულებებს შეასრულებენ 2017 წელს აჭარაში მინიმუმ 161 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდება.

ამის შესახებ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად დამტკიცებამდე აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

აღნიშნა, რომ  აჭარის საინვესტიციო პორტფელი საკმაოდ მოცულობითია და 1,157 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.

მინისტრი აღნიშნავს, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან უკვე გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში 2020 წლამდე დამატებით არანაკლებ თითქმის 1 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

რამაზ ბოლქვაძე ამბობს, რომ მხოლოდ ახალ ბულვარში ამ ეტაპზე 640 მლნ ლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტები მიმდინარეობს.

გმირთა ხეივნის ტერიტორიაზე კი დაახლოებით 173 მლნ ლარის ღირებულების პროექტი ხორციელდება.

„იმისათვის რომ ინვესტირების პროცესი კიდევ უფრო ეფექტური გახდეს ახალი საინვესტიციო ტერიტორიების ათვისებას ვიწყებთ. მომდევნო წლიდან უკვე გათვალისწინებულია თანხები და ჩაქვი-ციხისძირისა და ბობოყვათის საკურორტო-სარეკრეაციო ადგილების განაშენიანების რეგულირების გეგმა შეიქმნება, რაც აღნიშნული ადგილების მიმართ საინვესტიციო ინტერესს გაზრდის და სამომავლოდ ახალ პროექტების განხორციელება დაიწყება", - განაცხადა ბოლქვაძემ. 

მისი თქმით, კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საინვესტიციო ტერიტორია გონიოა, რომლის განვითარებაზე მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაცია „ქოლიერსთან“ ერთად მიმდინარეობს.

"ეს იქნება ფაქტიურად „ქალაქი ქალაქში“- ახალი პროექტები, ახალი სამუშაო ადგილები, განვითარებული ინფრასტრუქტურა - გეგმები საკმაოდ ამბიციურია და მინდა გითხრათ, რომ ინვესტორთა დაინტერესებაც საკმაოდ მაღალია. მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს და გონიოს სახით მალე კიდევ ერთ განვითარებულ ტერიტორიას მივიღებთ აჭარაში“, - აღნიშნა ბოლქვაძემ

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები