| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თიბისი ბანკისთვის აბესალომ ყაველაშვილის შექმნილი პოსტერი „გამარჯობა“ მსოფლიოს 200 საუკეთესო ციფრულ ნამუშევარს შორის მოხვდა და Luerzers Archive-ის პრესტიჟულ გამოცემაში „ 200 BEST Digital Artists Worldwide 2017/2018 შევიდა.
გამოცემაში საქართველო პირველად მოხვდა. კრებულში აბესალომ ყაველაშვილის სულ 3 ნამუშევარია შეტანილი.
წიგნები 2 წელში ერთხელ გამოდის და მოიხსენიება, როგორც Special Books. მსოფლიოს მაშტაბით უამრავი არტისტი თუ ფოტოგრაფი მონაწილეობს კონკურსში, გამოცემებში მოსახვედრად. სულ მცირე 10 000 განაცხადი ფიქსირდება.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ პირველი არტისტი ვარ საქართველოდან, რომელიც ამ გამოცემაში მოხვდა. მადლობა თიბისი ბანკს, რომელმაც მომცა ინსპირაცია, შემექმნა ნამუშევარი თემაზე „გამარჯობა“. ვიმედოვნებ, ეს იქნება კარგი მოტივაცია ქართველი არტისტებისათვის, რომ მათაც წარადგინონ საკუთარი ნამუშევრები ამ ტიპის საერთაშორისო კონკურსებზე და გაიტანონ თავისი შემოქმედება საზღვარგარეთ,“- განაცხადა აბესალომ ყაველაშვილმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss