ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
უკრაინის მთავრობამ პრივატ ბანკის ნაციონალიზაცია გადაწყვიტა
19 დეკემბერი, 2016, 11:10
უკრაინის მთავრობამ პრივატ ბანკის ნაციონალიზაცია გადაწყვიტა

თბილისი (GBC) - უკრაინის მთავრობა "პრივატ ბანკის" ნაციონალიზაციას მოახდენს. 

უკრაინული მედიის ცნობით, საბოლოო გადაწყვეტილება გასულ პარასკევს, პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსა და ბანკის აქციონერების, მათ შორის ოლიგარქი  იგორ კოლომოისკის შეხვედრაზე მიიღეს. 

უკრაინის ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის თავმჯდომარეც აცხადებენ, რომ ბანკის ნაციონალიზაციის თხოვნით ხელისუფლებას თავად "პრივატ ბანკის" აქციონერებმა მიმართეს. ბანკს რამდენიმე წელია პრობლემები აქვს. 

სახელმწიფო  ბანკის აქციების 100%-ის მფლობელი იქნება. გარდამავალი პერიოდი  19 დეკემბრიდან იწყება.

"პრივატ ბანკის" უმსხვილესი აქციონერები უკრაინის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, დნეპროპეტროვსკის ყოფილი გუბერნატორი იგორ კოლომოისკი და გენადი ბოგოლიუბოვი არიან.

შეგახსენებთ, პრივატ ბანკი წარმოდიგენილი იყო საქართველოშიც. საბანკო ქსელი  2014 წლის დეკემბერში 51 მლნ დოლარად საქართველოს ბანკმა შეისყიდა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები