ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
16 დეკემბერი, 2016, 18:33
GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

თბილისი (GBC) - კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. 

კომპანიის ცნობით, საბურთალოს რაიონში, მარშალ გელოვანის გამზირზე, მარკეტ ,,ბრიკორამასთან“, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 900 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენი ქსელი დაზიანდა.

ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფი. აღნიშნული დაზიანება მაღალი ძაბვის არეალშია, რის გამოც აღდგენითი სამუშაოების წარმოება უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვას მოითხოვს.

დაზიანების აღმოსაფხვრელად, ტექნიკური სამუშაოები, რამდენიმე  საათის განმავლობაში,  მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, 17 დეკემბრის, დილის,  09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: ზაჰესში გრ.ხანძთელის, სხვიტორის, კასკადის, ქოშიგორას და ფერაძის ქუჩებს. სასოფლოს დასახლების ნაწილს, ამერიკის საელჩოს დასახლებას, დიდ დიღომს,  მიმდებარე კერძო დასახლებას და ქუჩებს.

სოფელი დიღმის ქუჩების ნაწილს, ტოიოტას მიმდებარე ახალ დასახლებას, საქალაქო სასამართლოს და მიმდებარე დასახლებას.

ვაშლიჯვრის კერძო დასახლებას და ვაშლიჯვრის ქუჩების ნაწილს. დიღმის მასივის, I კვ-ის N10 -N12 კორპუსებს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მიმდებარე დასახლებას და ქუჩებს. ბენდუქიძის და ზემო ვეძისის დასახლებებს.

 წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწვდის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge/ka/dagegmili

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები