| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - „ჩვენი მთავარი ამოცანაა ქვეყნის ეკონომიკამ იმუშაოს და უფრო მეტად კონკურენტუნარიანი გახდეს და ამავე დროს, ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული ვალუტის რყევებზე, - დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნესს მთავრობის ინიციატივები გააცნო.
პირველი ვიცე-პრემიერმა გამოწვევებზე, მთავრობის 4 პუნქტიან გეგმაზე და საგადასახადო კოდექსში ცვლილებებზე ისაუბრა.
აღნიშნა, რომ მოგების გადასახადის რეფორმის გასატარებლად მთავრობა დიდი ხნის მანძილზე ემზადებოდა და ამ რეფორმით საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს ეკონომიკა დამატებით 1-1,5 პროცენტით გაიზრდება.
დიმიტრი ქუმსიშვილმა, ასევე, ისაუბრა მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ერთ-ერთ ასეთ პროექტად მან დაასახელა ქუთაისი-აბასთუმნის 70-კმ-იანი გზის მშენებლობა, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს მგზავრობის ხანგრძლივობას ქუთაისიდან ამ პოპულარულ კურორტზე.
მთავრობის კიდევ ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად დიმიტრი ქუმსიშვილმა დაასახელა ბიზნესის სახლის შექმნა, რომელიც იმუშავებს „ერთი ფანჯრის“ პრინციპით და საქმიანი სფეროს წარმომადგენლებს მიაწვდის ყველა საჭირო სერვისს.
„ჩვენი ამოცანაა ხელი შევუწყოთ ქვეყნის ეკონომიკის ზრდას, რათა თქვენ ახალი სამუშაო ადგილები შექმნათ“, - მიმართა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრაზე შეკრებილ ბიზნესმენებს.
ქუმსიშვილის განცხადებით, სამინისტროში რეგულარულად გაიმართება შეხვედრები ეკონომიკის ცალკეული სექტორების წარმომადგენლებთან.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss