ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
ტრამპის კომპანია აზერბაიჯანში პროექტზე უარს ამბობს
16 დეკემბერი, 2016, 15:52
ტრამპის კომპანია აზერბაიჯანში პროექტზე უარს ამბობს

თბილისი (GBC) - აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კომპანიამ Trump Organization-მა რამდენიმე ქვეყანაში შეწყვიტა მოქმედი ლიცენზიები, მათ შორის აზერბაიჯანში, სადაც ცოტა ხნის წინ დასრულდა Trump Tower-ის ცათამბჯენის მშენებლობა. 

ინფორმაცია  Bloomberg-მა გაავრცელა. 

მიზეზი ტრამპის პოლიტიკაში წასვლაა. ამ გზით არჩეული პრეზიდენტი ცდილობს ინტერესთა კონფლიქტს გაექცეს. 

Bloomberg აღნიშნავს, რომ 20-ზე მეტ ქვეყანაში ტრაპის საკუთრება შესაძლოა განხილული იქნას როგორც გავლენის მექანიზმი.

აღსანიშნავია, რომ   ბაქოში მდებარე Trump Tower-ი  33- სართულიანია, მას აფრის ფორმა აქვს.

შეგახსენებთ, Trump Tower-ის აშენება იგეგმებოდა ბათუმშიც, ის "სილქ როუდ ჯგუფის" პროექტია, თუმცა მშენებლობა არც დაწყებულა. 

რა ბედი ელის პროექტს კომპანიაში დღეს არ საუბრობენ, ამბობენ, რომ კომენტარს ვერ გააკეთებენ. 

ცოტა ხნის წინ "სილქ როუდ ჯგუფის"  დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა განაცხადა, რომ პროექტი გაგრძელდება. მან განცხადების გაკეთება იანვარში დაანონსა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები