| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თბილისში Radisson RED-ის ბრენდი შემოდის.
ამ ბრენდის პირველი სასტუმრო ჭავჭავაძის გამზირზე 23 -ში, რამიშვილისა/ ჭავჭავაძის კუთხეში განთავსდება, ეს Carlson Rezidor Hotel Group-ის ახალი ბრენდია, რომლის სასტუმროები ჯერ მხოლოდ, ბრიუსელსა და ამერიკის შეერთებულ შტატებშია გახსნილი.
Carlson Rezidor Hotel Group-ის პარტნიორი საქართველოში კომერც გრუპია, რომლის მფლობელი ლაურა ღაჭავაა. პროექტის ინვესტორი კი, მისი შვილი, ბიზნესმენი დავით კოდუა იქნება.
კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ 100 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა მომავალ წელს დაიწყება და 2019 წლის დასაწყისში გაიხსნება.
პროექტში 10 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.
Radisson RED , Carlson-ის lifestyle select კატეგორიის ბრენდია.
კომპანიაში ამბობენ, რომ ახალი სასტუმრო თბილისს შესაძლებლობას მისცემს ქართული სტუმართმოყვარეობა სრულიად ახალ დონეზე აიყვანოს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss