| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – საქართველოში წარმოებული ადგილობრივი პროდუქციის გამოწვევებსა და პოტენციალზე 15 დეკემბერს, ტექნოლოგიურ პარკში Business Georgia-ს ინიციატივით გამართულ ფორუმზე იმსჯელეს.
ღონისძიების „დამზადებულია საქართველოში” მთავარი მიზანი იყო აუდიტორიას მიეღო სიღრმისეული ინფორმაცია და პასუხები ყველა მნიშვნელოვან კითხვაზე, რომელიც გაამარტივებს ადგილობრივი ბიზნესის როლის სწორად აღქმას და შეფასებას ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების კუთხით, ისევე როგორც ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შექმნის თვალსაზრისით.
შერჩეული თემატიკა ზუსტად პასუხობდა იმ გამოწვევბს,რაც ადგილობრივი მწარმოებლების საქმიანობას ახლავს და ფართო კონტექსტში თანაბრად მნიშვნელოვანია სხვადასხვა ტიპის ბიზნესისათვის.
ღონისძიებას ესწრებოდნენ შესაბამისი ადგილობრივი უწყებები, კომერციული და საეთაშორისო სექტორები, მეწარმეები და სტარტაპები, ინვესტორები, ფინანსური ინსტიტუტების, მედიისა და სავაჭრო პალატების ხელმძღვანელები, რომლებიც უშუალოდ წარმოადგენენ გადაწყვეტილების მიმღებ ორგანიზაციებსა და პირებს ეფექტური ბიზნეს გარემოს ფორმირებისა და მისი შემდგომი განვითარების პროცესში. ფორუმის ფარგლებში მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ამ სფეროში არებული ცოდნა და ინოვაციური იდეები.
Business Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა ანა გოგიშვილმა ფორუმის პოზიტიურ ასპექტებზე ისაუბა.
„ეს ფორუმი მიზნად ისახავდა ადგილობრივი წარმოების პრდუქციის პოპულარიზაციას, არსებული კითხვების საფუძვლიან განხილვასა და სფეროს სიღრმისეულ შესწავლს დარგის არსის სწორად აღსაქმელად. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ამ სფეროში არსებულ მიღწევბს და გაეზიარებინათ ერთმანეთისათვის არსებული გამოცდილება. Business Georgia-მ კი ფორუმის სახით მცირედი წვლილი შეიტანა ქართული მეწარმეობის წინსვლის სტიმულირებისათვის,“ - განაცხადა ანა გოგიშვილმა.
ბიზნეს ფორუმზე განხილული იქნა ქართული პროდუქცია ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე, წარმოების სპექტრი, პროდუქტის კონკურენტუნარიანობა - ხარისხი და საერთაშორისო სტანდარტები, ქვეყნის პოტენციალი წარმოების სფეროების მიხედვით, დაკარგული ეკონომიკური ღირებულება, სავაჭრო ურთიერთობები, როგორც დამატებითი შესაძლებლობა, მისი გავლენა ექსპორტ - იმპორტზე და ქართული ბრენდების წარმატების ისტორიები.
სპიკერებმა განიხილეს საქართველოში სერვისებისა და პროდუქტების წარმოებასთან დაკავშირებული გამოწვევები და შესაძლებლობები, საქართველოს პოტენციალი სერვისებისა და პროდუქტების წრმოებაში, ხელის შემშლელი ფაქტორები მწარმოებლებისათვის და მთავრობის ინიციატივები მათ მხარდასაჭერად, სტარტაპების წარმატების ინდექსის განმსაზღვრელი ფაქტორები, ტექნოლოგიური გარემო, ფინანსური რესურსები, საბანკო სექტორის როლი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და სტიმულირების პროგრამები.
ფორუმის სპიკერებს შორის იყვნენ: საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზდენტი მიხეილ ჭელიძე, საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე, სტარტაპ საქართველოს ხელმძღვანელი ვაჟა მენაბდე, საქპატენტის დირექტორი ნიკოლოზ გოგილიძე, USAID G4G პროექტის თამჯდომარე ნატალია ბერუაშვილი და საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის დირექტორის მოადგილე ნატო ჩიქოვანი.
ბიზნეს ფორუმზე „დამზადებულია საქართველოში” სპიკერებმა ამ სფეროში არსებული ყველა საკითხი განიხილეს. ფორუმზე დაისახა გეგმები ქართული პროდუქტებისათვის ბაზრის გასაფართოვებლად და საქართველოში ქართული წარმოების გასაზრდელად.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss