| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 1-2 იანვარს, ბათუმი როკის, ფანკის, პოპისა და ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს სასიამოვნოდ დასვენებასა და გართობას სთავაზობს.
გემოვნებიანი მუსიკა, გლიტვეინი, საახალწლო ეზო და დეკორაციებით გაფორმებული მოედანი ორი დღით მელომანების თავშეყრის ადგილად იქცევა.
პოპულარული ქართული ბენდები „SALIO“, „Green Room და დათო ლომიძე“, „Young Georgian Lolitaz“, „Mellow“, „არა“ და „the Bearfox“ სტუმრების სადღესასწაულო განწყობის შექმნაზე იზრუნებენ.
ბენდების სცენაზე გამოსვლამდე მოედანზე მყოფ ადამიანებს სასიამოვნო გარემოს ელექტრონული მუსიკა შეუქმნის. იქვე იქნება სპეციალური დეკორაციებით გაფორმებული „საახალწლო ეზო“, სადაც მათ გლიტვეინისა და სხვადასხვა სასმელის, ასევე საკვების დაგემოვნება შეეძლებათ.
"პირველი და ორი იანვარი, მიუხედავად ზამთრის სუსხისა იქნება მელომანებისა და უბრალოდ გემოვნებიანი მუსიკის მოყვარულებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი. როცა გაქვს სასიამოვნო გარემო, გემოვნებიანი მუსიკა, გლიტვეინი, სითბო და გვერდით გყავს მეგობრები მაშინ რა თქმა უნდა #გარეთკაია. ესაა ჩვენი პიარკამპანიის ჰეშთეგი, რომლითაც მოვუწოდებთ ყველას ახალი წელი აღნიშნონ გარეთ,“ ამბობს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილი.
ბათუმში, ევროპის მოედანზე, პირველი და ორი იანვრის საახალწლო ღონისძიებები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდება.
1 იანვარი
17:00 - 20:00 – DJ Ako Von Unten;
20:00 – Young Georgian Lolitaz ;
21:00 - Salio 22:00 - Green Room და დათო ლომიძე;
2 იანვარი
13:00 - 15:00 – DJ Vako T ;
15:00 – 17:00 Gabunia ;
17:00 – 19:00 Lasha Craft ;
19:00 - არა;
20:00 - Mellow;
21:00 - the Bearfox
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss