| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე შრომის ანაზღაურების ხარჯების ოპტიმიზაციის საკითხზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას დაუსაბუთებელს უწოდებს.
მისი განცხადებით, ფინანსთა სამინისტრომ ოფიციალური პასუხი გაუგზავნა აუდიტის სამსახურს შენიშვნებთან დაკავშირებით, სადაც ყველა დასმული საკითხი იყო ახსნილი, რეკომენდაციები კი, სადაც მისი გათვალისწინება შეიძლებოდა, გათვალისწინებული.
„ ჩვენ ძალიან ბევრ ორგანიზაციაში ნამდვილად შევამცირეთ შრომის ანაზღაურების ფონდი 10%-ით, ან ზოგან - ნაკლებით. რაც შეეხება საშტატო რიცხოვნობას, ჩვენ მივეცით საშუალება საბიუჯეტო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, თავად გადაეწყვიტათ, შეამცირებდნენ შტატებს, თუ სახელფასო ფონდს იქ არსებული რესურსის ხარჯზე,“ - განაცხადა კაკაურიძემ.
მისი თქმით, მან სამინისტროებს აქვს დამატებითი ვალდებულება, რომ მოახდინონ წლის განმავლობაში დამატებითი ოპტიმიზაცია და გამოთავისუფლებული ვაკანსიების რაოდენობა შემაცირონ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss