| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC)- მომრავლებული ავტომობილების გამო თბილისის ჰაერის დაბინძურება აქტუალური საკითხი გახდა.
კვლევითი ორგანიზაცია “ეისითი” დაინტერესდა რას ფიქრობს ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისის მოსახლეობა და სმენიათ თუ არა იმ ორგანიზაციის შესახებ, რომელიც ცდილობს ებრძოლოს ამ პრობლემას.
კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ თბილისის მოსახლეობის მხოლოდ 18%-ს მიაჩნია, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში თბილისში გამწვანების კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესდა.
მაცხოვრებლების თითქმის ნახევარს (44%) კი მიაჩნია, რომ გაუარესდა. 32% კი მიიჩნევს, რომ სიტუაცია არ შეცვლილა.
კვლევის შედეგად ასევე გამოვლინდა, რომ “პარტიზანული მებაღეობას” საკმაოდ დიდი ცნობადობა აქვს თბილისში – 62%-ს სმენია მათ შესახებ. თუმცა მხოლოდ 4%-ს აქვს მიღებული მონაწილეობა მათ მიერ ორგანიზებულ ერთ აქციაში მაინც.
მოსახლეობის ნახევარზე მეტი (56%) დადებითად აფასებს მათ საქმიანობას. ნეგატიურად კი მხოლოდ 9%. გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2016 წლის ოქტომბერში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss