ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საია: მთავრობამ საბიუჯეტო სახსრების შემცირებაზე ერთიანი ხედვა უნდა წარმოადგინოს
მარიამ მინაძე
15 დეკემბერი, 2016, 14:52
საია: მთავრობამ საბიუჯეტო სახსრების შემცირებაზე ერთიანი ხედვა უნდა წარმოადგინოს

თბილისი (GBC) -  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  პრემიერს მოუწოდებს საბიუჯეტო სახსრების 10%-ით შემცირებაზე ერთიანი ხედვა გამოაქვეყნოს. 

საიას განცხადებით, მისასალმებელია, რომ საქართველოს მთავრობა ამცირებს ადმინისტრაციულ ხარჯებს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების პერსპექტივით, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ და საზოგადოებისათვის დეტალური ინფორმაციის მიწოდების მეშვეობით.

"აუცილებელია, რომ საქართველოს მთავრობამ წარმოადგინოს ერთიანი ხედვა და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია საბიუჯეტო სახსრების შემცირების ძირითადი მიმართულებების, სფეროებისა და კრიტერიუმების თაობაზე; პირველ რიგში, მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ დაასაბუთოს საბიუჯეტო სახსრების შემოთავაზებული პროცენტული ოდენობით შემცირების მიზანშეწონილობა და მისი პოზიტიური გავლენა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ლარის კურსის სტაბილურობის მიმართებით", - აღნიშნავს არასამთავრობო.

ამასთან, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ შტატების შესაძლო ოპტიმაზაციის ნაწილი საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას, რადგან საჯარო დაწესებულებებისათვის საბიუჯეტო სახსრების შემცირებამ შესაძლებელია გამოიწვიოს შტატების შემცირება და საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების გათავისუფლება.

შტატების შემცირების აუცილებლობის საკითხი შესაძლებელია განსაკუთრებით დადგეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, რადგან „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ თანახმად, „გამგეობის/მერიის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების 25%-ს".

"სასურველია, რომ საჯარო დაწესებულებამ საბიუჯეტო სახსრების შემცირება მიმართოს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებისკენ და მაქსიმალურად ეცადოს მიიღოს ყველა საჭირო ზომა შტატების მასიური შემცირების თავიდან ასარიდებლად", - აცხადებს საია.

გარდა ამისა, საია აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, საჯარო დაწესებულებამ საჯარო მოხელეთა გათავისუფლება შტატების შემცირების საფუძვლით განახორციელოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, განახორციელოს განსაკუთრებული კონტროლი საჯარო მოხელეთა მიმართ პირადი განცხადების დაწერის იძულების შესაძლო შემთხვევებზე, ასევე არ მოახდინოს შერჩევითი მიდგომით თანამშრომელთა განსხვავება და დისკრიმინაციული საფუძვლით სამსახურიდან გათავისუფლება. მსგავსი ფაქტების გამოვლენისა და სათანადო რეაგირების მოხდენის მიზნით, საია მოუწოდებს ნებისმიერ საჯარო მოხელეს, მათზე ზეწოლის ან სხვა უკანონო ქმედების შემთხვევაში დაუკავშირდნენ მათ ორგანიზაციას.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები