| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC)- სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეჰშო სსფ-ს მიერ საქართველოში ახალი პროგრამის დაწყებაზე ქვეყნის მთავრობასთან მოლაპარაკებებს ადასტურებს.
„ბიზნესკონტაქტთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ფონდი მზადაა საქართველოს მთავრობის ინიცირებულ ამ საკითხზე დისკუსია გააგრძელოს, თუმცა გადაწყვეტილების მიღებას გარკვეული პირობების შესრულება სჭირდება.
„გადაწყვეტილება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად განაპირობებს მთავრობის მიერ გატარებული ფისკალური და სტრუქტურული ღონისძიებები მდგრადი მაკროეკონომიკური ჩარჩოს შექმნას“, - განაცხადა პეჰშომ.
საქართველოს მთავრობა კი, იმედოვნებს, რომ წინა პროგრამის მიმოხილვების დაუსრულებლობის შემდეგ, ფონდთან მოლაპარაკებებში წარმატებას მიაღწევს და ახალი პროგრამა დაიწყება.
მთავრობის წევრები ამბობს, რომ სსფ-სგან საქართველოს არა იმდენად ფინანსური, არამედ ე.წ „მორალური“ მხარდაჭერა სჭირდება.
სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამა 2014 წლის ზაფხულში დაიწყო. ფონდმა მაშინ საქართველოს 100 მლნ SDR გამოუყო, თანხის დიდი ნაწილი ქვეყანამ მაშინვე აითვისა, თუმცა დარჩენილი 20 მილიონის ათვისება ვერ მოხდა, რადგანაც მთავრობის გარკვეული გადაწყვეტილებებით უკმაყოფილო ფონდის მისიამ 2/3 მიმოხილვა არ დაასრულა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss