ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
Fitch Ratings-მა GWP-ის რეიტინგი BB- მეორედ მიანიჭა
15 დეკემბერი, 2016, 13:03
Fitch Ratings-მა GWP-ის რეიტინგი BB- მეორედ მიანიჭა

თბილისი (GBC) - საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“, რეიტინგი „BB-“ ყველა კატეგორიაში, ზედიზედ მეორედ მიანიჭა, რაც კომპანიის მიმართ სანდოობის მაღალი ხარისხის, ფინანსური მდგრადობისა და სისტემური მენეჯმენტის არსებობის მაჩვენებელია.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საქართველოში პირველი და ამ ეტაპზე ერთადერთი არასაფინანსო კერძო კომპანიაა, რომელსაც Fitch Ratings-მა ქვეყნის უმაღლესი სუვერენული გრძელვადიანი რეიტინგი  „BB-“ ჯერ კიდევ 2015 წელს, პირველივე ცდაზე, მიანიჭა.

საქართველოს სუვერენული რეიტინგის ფაქტობრივი მაქსიმუმია, რაც ქვეყანაში მოქმედმა, ადგილობრივმა კომპანიამ  შეიძლება მიიღოს.

მენეჯმენტი აცხადებს, რომ აღნიშნული შეფასება “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ მაღალ პასუხისმგებლობას აკისრებს, როგორც პირველ კომუნალურ კომპანიას ქვეყანაში, რომელმაც ასეთ წარმატებას მიაღწია. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია კომპანიისთვის, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს GWP-ის კორპორაციულ მართვას და გაზრდის მის შესაძლებლობას, მოიზიდოს ინვესტიციები. 

 შეგახსენებთ, Fitch Ratings მსოფლიოში წამყვანი სარეიტინგო სააგენტოა ფინანსურ-საინფორმაციო მომსახურების სფეროში. ის წამყვანი პროვაიდერია საკრედიტო რეიტინგებისა და კვლევის მიმართულებით.

Fitch Ratings-ის ექსპერტიზა და ხანგრძლივი გამოცდილება ადგილობრივ და საერთაშორისო საკრედიტო ბაზრებზე დამატებით შესაძლებლობებს აძლევს ინვესტორებს, მიიღონ მნიშვნელოვანი და სანდო საკრედიტო და ფინანსური გადაწყვეტილებები.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები