ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ქართული კომპანიების Brenter ქვეყნისთვის ნეგატიური ფაქტორია
ნინო შუბითიძე    
14 დეკემბერი, 2016, 22:18
ქართული კომპანიების Brenter ქვეყნისთვის ნეგატიური ფაქტორია

თბილისი (GBC) – Brenter და  ტრამპის ეფექტი, -  ვოლატილური ლარის  დევალვაციის ახალი კატალიზატორები  გამოჩნდა, წარმატებული კომპანიების   ლონდონში დალისტვა  ნეგატიური ფაქტორია - შეფასება საფონდო ბირჟის აქციონერმა და საბროკერო კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი ლოლაძე საზოგადოებრივ მაუწყებელზე  (ეკონომეტრი)  გაშალა.

სქემა მარტივია, ადგილობრივმა მსურველმა თიბისის, საქართველოს ბანკის თუ ჯანდაცვის კომპანიის აქციის შესაძენად, ლარით უცხოური ვალუტა უნდა იყიდოს და ქვეყნიდან გაიტანოს. ადგილობირივ  ბირჟაზე დალისტვისას კი პირიქით, უცხოელმა  ვალუტა უნდა გაალაროს. პირველ შემთხვევაში ლარზეა წნეხი და გაუფასურების ბიძგი, მე-2,   ლარის გამყარების მაპროვოცირებელი.

ლოლაძის გამოსავლის უალტერნატიობას  მისი კოლეგები ბევრი არგუმენტით აყენებენ ეჭქვეშ - ბიზნესს საერთაშორისო ასპარეზი   ინვესტიციებზე ხელმისაწვდომობას უზრდის, შესაბამისად კაპიტალის ბაზრიდან ფულს უიაფებს, საინვესტიციო შიმშილის პირობებში.  მოზიდული ფულით  ინვესტირებული ბიზნესი ხომ  ეკონომიკაზე აისახება, რაც ლარის გამამყარებელი  ფუნდამენტური ფაქტორია.

„სავალუტო კურსზე  დარტყმაა, როცა ქართული კომპანია  გადის უცხოეთში“, - გიორგი ლოლაძეს მიაჩნია, რომ   სასოწარკვეთილ მეანაბრეს დაზოგვის ერთადერთ  ინსტრუმენტად  ლარის გადოლარება და საბანკო სექტორში განთავსება ესახება და არ შეუძლია  თავისუფალი ფულის აქციებში დაბანდება.    

ამ ალტერნეტივის არსებობის შემთხვევაში, საბანკო სექტორში  განთავსებული 16 მლრდ-ის დეპოზიტების დიდი ნაწილიც ფასიან ქაღალდებში გადაინაცვლებს. ამ საშუალების მოსპობაზე კი,  მისი მტკიცებით,   საბანკო სექტორმა  ჯერ კიდევ 4 წლის წინ იზრუნა, როცა  ბირჟის განვითარება დაბლოკა.

ლოლაძეს   თავისი ვერსიის  უსაფუძვლობის  მისახვედრად მოწინააღმდეგე ექსპერტები ადგილზე დალისტული  ობლიგაციების ტრენდით დაინტერესებას ურჩევენ,   გაეცნოს როგორია, როგორც თავად ამბობს,  გაქცეული ლარით დაბნეული მოქალაქეების აქტივობა, სადაა გაჩაღებული ვაჭრობა.  

ლოლაძე  თბილისის დროით 23 სთ-ზე  აშშ-ს გადაწყვეტილებასაც ელის, 2017 წლის მონეტარულ  პოლიტიკაზე, კორექირდება თუ არა  განაკვეთი, რა სტრატეგია აქვს ტრამპს.

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები